29 December 2012

მამა დავით ფიფია (მოგონება).

1998 წლის ბოლოს, როცა მეუფე გერასიმე ახლადდანიშნული იყო ჩვენი ეპარქიის მმართველად, ეპარქიის შემოვლისას ვესტუმრეთ მხცოვან ღმრთისმსახურს, აწგანსვენებულ დეკანოზ დავით ფიფიას. გაიხარა მოძღვარმა, როცა სტუმრად მოსული მღვდელმთავარი იხილა. თავის კელიაში შეგვიყვანა. რაღაცები გაიხსენა წარსულიდან, გული შესტკიოდა თანამედროვე ადმიანის მცირედმორწმუნეობაზე. საუბრისას ასეთ რამეს მოგვიყვა:

3 January 2012

ჩუენთან არს ღმერთი (დიდი სერობის ლოცვიდან)

ჩუენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
განძლიერებულნი ეგე იძლიენით.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
უკეთუ კვალად განძლიერდეთ, და კვალადცა იძლიენით.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
და ზრახუაჲ, რომელ იზრახოთ, განვეაქარვოს ღმერთმან.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
და სიტყვაჲ, რომელსა იტყოდეთ არა დაადგრეს თქუენ შორის.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ხოლო შიშისა თქუენისაგან არა გვეშინის, არცა შევძრწუნდეთ.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
უფალი ღმერთი ჩუენი წმიდავჰყოთ და იყოს იგი თქუენდა შიშ.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
და უკეთუ მისსა მოსავ ვიყუნეთ, იყოს იგი ჩუენდა სიწმიდე.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
და უკეთუ მოსავ მისსა ვიყუნეთ, ვსხონდეთ მის მიერ.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
აჰა ესერა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ერი, რომელი ვიდოდა ბნელსა შინა, იხილა ნათელი დიდი.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
რამეთუ ყრმა იშუა ჩვენდა და ძედ მოგვეცა ჩუენ.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა მხართა მისთა.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
და მშვიდობისა მისისა არა არს საზღუარი.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
და რქვიან მას სახელი – დიდისა ზრახვისა ანგელოსი.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
საკვირველი თანამზრახველი.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისაჲ.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
მამა მერმეთა მათ საუკუნეთა.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ჩუენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით.
   რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
        (დიდი სერობის ლოცვიდან)

17 May 2011

Торопись делать Добро. Архиеп. Иоанн (Шаховской)

Горе человека наших дней в том, что он постоянно, всегда торопится, часто бессмысленно и бесплодно. Человек переворачивает горы своей энергией. Воздвигает и разрушает целые города в очень краткие сроки. Но если мы вглядимся в энергию многих людей в разных странах и посмотрим на ее последствия, мы увидим, что она не увеличивает добра в мире. А иногда сильно увеличивает зло. И борьба с самим злом делается бесплодной, если она не являет в мире подлинного добра.

Жизнь людей становится всё более торопливой...

28 February 2011

ინტერვიუ გაზეთ „საფარველს“.

ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!
— ჩვენთვის აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მთავარი მოვლენაა. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა განცდით, რა ღვაწლით უნდა შევეგებოთ ამ დღეს?
პასექი მართლაც არის დღესასწაული დღესასწაულთა. არსი, მიზანი, მთავარი საზრისი ადამინის მიწიერი ცხოვრებისა, არის შემზადება მარადისობისათვის. რომ არ გაეჩინა უფალს მიწიერ ცხოვრებად წოდებული დროში შეზღუდული შუალედი ადამიანის ხორციელი შობიდან მისი უპირობო მარადიული მყოფობის დასაწყისამდე, ვერცერთი ვერ გადავურჩებოდით სამუდამო გეენას. მაგრამ შეგვიწყალა უფალმა, მოგვცა მიწიერი ცხოვრება, აღთქმა გადარჩენისა, მერე კი განკაცნა, ჯვარსეცვა, აღდგა და მოგვანიჭა მასთან მყოფობის უცვალებელი სიხარული. აღდგომა ქრისტესი, როგორც ხსნა, ანუ ჭეშმარიტი პასექი, არის მთავარი მოვლენა სამყაროს ისტორიაში, რადგან აზრს კარგავს მიწიერი ცხოვრებაც.

9 December 2010

ერთი ღმრთისმსახურის ჩანაწერებიდან

აქ არის ამონარიდი ერთი ღმრთისმსახურის პირადი ჩანაწერებიდან. დამაფიქრა და დავდე, რათა კვლავ დავუბურნდე და წავიკითხო ხშირად.


რამდენიმე წერილს ვუპასუხე. უკვე გვიანი იყო, მეორე დღე კი დატვირთული მელოდა. დასვენების დრო მოსულიყო. დავამთავრე ლოცვა, ჩვეულებისაებრ გადავსახე ჯვარი ოთხივე მხარეს, შევავედრე უფალს მრევლი, ახლობლები, მიცვალებულები და დავწექი.
სიზმრების არ მჯერა და არც მესიზმრება ხოლმე. ან იქნებ მესიზმრება, მაგრამ მალევე მავიწყდება, რაკი არ ვფიქრობ მათზე და არც ვყვები. მაგრამ ის, რაც ვნახე, არ იყო სიზმარი.