30 July 2016

ვისწავლოთ აღმსარებელთაგან. (თარგმანი)

პროფესორი მიხაი კრისტია. რუმინეთი.
ვკითხულობთ წმიდათა ცხოხვრებაში დიდი სასწაულების შესახებ და არც კი გვჯერა, რომ რაიმე მსგავსი შეიძლება ნამდვილად ხდებოდეს. რატომ აღასრულებდა ღმერთი წარსული დროის ქრისტეანებისათვის ამდენ და ესოდენ სასწაულს, რომელთაც ვერც კი ვხედავთ დღეს? ძე ღმრთისა ბრძანებს: „სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ და განცოცხლდებოდიან“ (მკ.16:17-18). ნუთუ ჩვენ უკვე არ გვჯერა იმისა, რასაც გვასწავლის მაცხოვარი?
ქრისტეანული ცხოვრების სეკულარიზაციის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა არის კომპრომისების დაშვება.

* * *

დღევანდელმა სიცხემ კიდევ ერთხელ შემახსენა ერთი შორეული ამბავი.
1990-იანი წლებია. ის დროა, როცა შუქი გრაფიკით მიეწოდება და გრძელი „ოოოოო“ გადაიქუხებს ხოლმე ქალაქში საღამოობით. ივლისის გავარვარებული დღეა, როცა მშიერ ძაღლს მიგდებული ლუკმის ასაღებადაც კი დაეზარება ადგომა. მოულოდნელად მიწევს მოშორებით მგზავრობა და ოთხივე საბურავი უნდა გამოვცვალო. სად? ვინ იმუშავებს უშუქოდ? მოულოდნელად, ქალაქის ცენტრში ერთი ვულკანიზაციის კარს ღიად ვხედავ.