1998
წლის ბოლოს, როცა მეუფე გერასიმე ახლადდანიშნული იყო ჩვენი ეპარქიის
მმართველად, ეპარქიის შემოვლისას ვესტუმრეთ მხცოვან ღმრთისმსახურს,
აწგანსვენებულ დეკანოზ დავით ფიფიას. გაიხარა მოძღვარმა, როცა სტუმრად
მოსული მღვდელმთავარი იხილა. თავის კელიაში შეგვიყვანა. რაღაცები გაიხსენა
წარსულიდან, გული შესტკიოდა თანამედროვე ადმიანის მცირედმორწმუნეობაზე.
საუბრისას ასეთ რამეს მოგვიყვა:
„ერთ დილას ცისკარს ვლოცულობდი, რაღაც შრიალი მომესმა, ვიგრძენი, რომ
იცვლებოდა გარემო ჩემს ირგვლივ. შევაჩერე ლოცვა და მივმართე უფალს:
„ბრძანე, უფალო, რისი გამხელა გსურს“. უეცრად ჩემს წიმ მდინარე აღმოჩნდა,
ოღონდ არა ჩვეულებრივი. რაღაც კუპრივიღ შავი, მოთუხთუხე მიედინებოდა და
სადღაც შორს უფსკრულში იჩეხებოდა. მომეცა გულისხმა, რომ ეს წუთისოფლის
დინება იყო, და ცოდვით დანელებულ ადამიანებს ჯოჯოხეთისკენ მიაქანებდა.
შევღაღადე უფალს: „ღმერთო, ამოიყვანე და გადაარჩინე, რომელთა გადარჩენა ჯერ
კიდევ შეიძლება“. უცაბედად, წყლის ზედაპირთან ციცინათელებივით მანათობელი
წერტილები გამოჩნდენ. მივხვდი, რომ ეს ადამიანთა სულიები იყვნენ.
შეჯგუფდნენ და დინების საპირისპიროდ გაფრინდნენ. ცოტანი იყვნენ. მდინარეს
კი არაფერი დატყობი და გააგძელა დინება“
მამა დავითს სნეულების გამო სუნთქვა უჭირდა. როცა გვიყებოდა თავის ამ
ხილვას ცრემლები მოადგა თვალზე და ძალიან გაუჭირდა საუბარი. საოცრად
განიცდიდა.
არაერთხელ გამხსნებია მისი ნათქვამი. ყოველდღიურობაში გართულები
იშვიათად თუ მოვძებნით დროს იმისათვის, რომ შევჩერდეთ, წარსულსა და
მომოვალს გადავხედოთ, ნანახი განვაზოგადოდ და, თუნდაც ბურუსში მაინც
დავინახოთ ჩვენი ნამდვილი მდგომარეობა. არადა, მიგვაქანებს ეს ოხერი მღვრიე
დინება...