13 July 2026

არშემდგარი სინანული

წლების წინ ღმრთის განგებამ ერთ ადამიანს შემახვედრა. წესიერი, მშრომელი კაცი იყო. ხალხურად მორწმუნე, როგორადაც ყალიბდებოდნენ ათეიზმის პერიოდში, როცა მაცხოვრის სახელის ხსენება უკვე მორწმუნეობად ირაცხებოდა; როგორიც არის ერისა უდიდესი ნაწილი.
2-3 წლის ხელდასხმული მღვდელი ვიყავი, როცა ტაძარში მოვიდა და ეკელესიურო ცხოვრება სცადა. სურდა ჩაწვდომოდა ღმერთთან ურთიერთობის საიდუმლოს, მაგრამ არა შინაგანი განწმედისა და ფერისცვალების გზით, არამედ გარეგნული წესების შესრულებით, რომელსაც თითქოს უნდა მოყოლოდა სულიერი ზრდა. განა მრევლის დიდი ნაწილიც ასე არ არის?!
შემდეგ მე სხვა ტაძარში გადავედი და აქტიური კავშირი გამიწყდა, თუმცა შევხვედრილვარ კიდევაც და სახლიც ვუკურთხე. ოღონდ, აღასრება და სულიერ თემებზე საუბრები უკვე არ ყოფილა.