აქ არის ამონარიდი ერთი ღმრთისმსახურის პირადი ჩანაწერებიდან. დამაფიქრა და დავდე, რათა კვლავ დავუბურნდე და წავიკითხო ხშირად.
რამდენიმე წერილს ვუპასუხე. უკვე გვიანი იყო, მეორე დღე კი დატვირთული მელოდა. დასვენების დრო მოსულიყო. დავამთავრე ლოცვა, ჩვეულებისაებრ გადავსახე ჯვარი ოთხივე მხარეს, შევავედრე უფალს მრევლი, ახლობლები, მიცვალებულები და დავწექი.
სიზმრების არ მჯერა და არც მესიზმრება ხოლმე. ან იქნებ მესიზმრება, მაგრამ მალევე მავიწყდება, რაკი არ ვფიქრობ მათზე და არც ვყვები. მაგრამ ის, რაც ვნახე, არ იყო სიზმარი.
არ გავკადნიერდები ხილვა ვუწოდო. დავწექი, დავიწყე იესუს ლოცვა და ეს ესაა უნდა გავპარულიყავი ძილში, თითქოს სახლში აღმოვჩნდი. კიბით ჩამოვდიოდი. გარემო თანდათან მუქდებოდა, თითქოს ღამდებოდა, მიიპარებოდა სადღაც ნათელი და ახლოვდებოდა უჩეულო წყვდიადი. არა, არა ის ნათელი წყვიდადი, რომელსაც მამები ჭვრეტდნენ აღტაცებისას, არამედ ბნელი. ახლოვდებოდა ბნელი და იკარგებოდა ირგვლივ ყველაფერი. ნელ-ნელა გაუჩინარდა სახლი, ქუჩა, ხეები, ცა. არ ვიდექი მყარზე, მაგრამ არც დავფრინავდი. ვიყავი, ვარსებობდი, მაგრამ ჩემს ირგვლივ არ იყო არაფერი. ა რ ა ფ ე რ ი !!! მე ვარსებობდი, ვგრძნობდი საკუთარ თავს, მაგრამ ჩემს ირგვლივ არაფერი არ იყო, ჩემი მყოფობა არ ფიქსირდებოდა რაღაცასთან მიმართებაში. იყო სრული სიბნელე, სრული სიცარიელე და საშინელი სრული მარტოობა. ეს ყველაფერი წამებში მოხდა, წამებში დამეუფლა განცდა ამ საშინელებისა. ელვის სისწრაფით მატულობდა მარტოობის განცდა, სრული მარტოობისა, დატევებულობისა, განშორებულობისა ყველფრისაგან, ყველასაგან. ვარსებობდი, მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა იყო ეს არსებობა, - განწირულობა იყო სრულიად მარტო. თურმე რამდენს ნიშნავს ერთი პატარა ბუჩქი, ერთი პატარა ბუზი, ჭიანჭველა. მაგრამ ირგვლივ არაფერი არ იყო. შიშის, სასოწარკვეთის და, ამასთანავე ამ ყველაფრისს მარადიულობის გრძნობამ მომიცვა. არავინ მტანჯავდა, მაგრამ არც არავინ იყო. თითქოს არც მტკიოდა, არც მიხაროდა. არავის ვჭირდებოდი, არავის ვახსოვდი. მე კი მახსოვდა გასული ცხოვრება, საყვარელი ადამიანები, მაგრამ მარადისობის უფსკრული მაშორებდა მათ და ვგრძნობდი, რომ თუ არაფერი შეიცვლებოდა ირგვლივ, ჩემი განწირულობა საოცარი სისწრაფით მოიმატებდა. ამის გადაწწყვეტილება არ მიმიღია, - უბრლოდ გულიდან აღმომხდა ღრიალი. თურმე არა მარტო გულიდან... "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთანა უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ" - გაისმა ჩემი კელიის კართან მეზობელი კელიის ბინადარის ხმა. ეს როგორ ვიღრიალე, რომ შუაღამეს წამოვადგდე მეზობელი! მე ვარსებობდი და არ ვიყავი მარტო! არ ვარ სიტყვახელოვანი და არ ძალმიძს აღწერა იმისა, რაც განვიცადე, მაგრამ ეს იყო საშინელება! არაერთხელ წამიკითხავს წმიდა წერილში, მამათა სწავლებებში ჯოჯოხეთზე, ტანჯვაზე; წამიკითხავს ბნელზეც, სადაც თითქოს არ არის ტანჯვა, თუმცა ვერ აღწევს ქრისტეს ნათელი. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ, რაკი არ არის ტანჯვა, ე.ი. არც ისე ცუდია. ვაი, რა ყოფილა სრული სიბნელე, სრული მარტოობა, მოწყინება და ეს ყველაფერი მარადიულობის პერსპექტივის განცით! მინდოდა დამეწერა, არავის ვუსურვებ ამის განცდას. მაგრამ, არა. ყველას ვუსურვებ ამის განცდას, სანამ აქ არის, წუთისოფელში, რათა შეგონებულმა, გამოფხიზლებულმა არ იგემოს მარადისობაში.

ფიქრი მღრნიდა: იქნებ მე თვითონ ვიყავი მიზეზი იმისა, რაც განვიცადე. რაზე ვფიქრობდი დაძინებამდე? ერთ ადამიანზე, რომელსაც ეშმაკეულობის ნიშნები ქონდა. მაგრამ ასეთებზე უფრო მეტი მიფიქრია სხვა დროს, მათი სიტყვებიდან განმიცდია ამ მდგომარეობის საშინელება. მაგრამ ამჯერად არ იყო ბოროტისაგან ტანჯვა. იყო უბრალოდ სიბნელე, სიცარიელი. სულ რამოდენიმე წამში დაწოლიდან, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავი ძილში.
ღმერთო, კაცთმოყვარეო, რომელმან ჯვარსა ზედა იტვირთე ტკივილი მარტოობისა, გვილხინე, შეგვინდევ, ნუ განგვიშორებ პირისაგან შენისა. ამენ!