27 June 2017

ღირებულებები და დემოგრაფია

„ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა“ (რომ. 1:28), – ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე. როცა ადამიანი არ ერი ივიწყებს ჭეშმარიტებას და მსახურებს გულისთქმას, ტოვებს მას ღმერთი, მთლიანად ეძლევა უკეთურებას, ეჩრდილება გონიერება და საკუთარი უგუნურებითვე იღებს სასჯელს.
არის ერთი სიტყვა, რომელიც თითქმის ამოვარდა საზოგადო ხმარებიდან და მხოლოდ ერთეულთა ლექსიკონს შემორჩა. ზნეობა, მორალი. არც არის გასაკვირი. ზნეობრივი ორიენტირები და ღირებულებები ეყრდნობიან ერის სარწმუნოებრივ შეხედულებებს, აყალიბებენ პირადი თუ საზოგადო ცხოვრების და ურთიერთობების ფორმებს, მიმართულებას, ტრადიციას. სამყაროში, რომელიც გამალებით ისწრაფის ჩამოიგდოს ყოველგვარი უღელი და ბოლომდე მიეცეს ვნებათა პარპრაშს, ცრუთავისუფლების ვაკჰანალიას, ზნეობის ადგილი ვერ იქნება. ასეთ სამყაროში სოდომია, ნარკომანია და მრავალი ჯერ არწამოწეული მანკიერება მისაღებად ირაცხება, მისით ცხოვრების უფლება კი – თავისუფლებად. ეს ის სამყაროა, რომელიც ხარაკირის იკეთებს და თვითგანადგურებისაკენ მიიჩქარის, ის სამყაროა, რომელსაც კაცობრიობის განვითარებული და წამყვანი ნაწილი ეწოდება.
ქვემოთ მოყვანილ ვიდეორგოლში ამ სამყაროს თვითგანადგურების ერთ-ერთ მანიშნებელზეა საუბარი – დემოგრაფიულ კატასტროფაზე. იმაზე, რაც არის ნაყოფი კონკრეტული ღირებულებებით ცხოვრებისა.
(დროის სიმცირის გამო სუბტიტრებს ვერ დავადებდი და მხოლოდ ქართულ ტექსტს მოვიტან).
„ჩატარებული კვლევების თანახმად, იმისთვის, რომ ერმა იარსებოს 25 წელზე მეტხანს, შობადობის კოეფიციენტი უნდა იყოს 2,11 ბავშვი ოჯახზე. თუ ამაზე ნაკლები იქნა, ერი გაქრება. მთელი ისტორიის მანძილზე ვერც ერთი ერი ვერ აღდგა, როცა შობადობის კოეფიცინტი იყო 1,9. ხოლო, თუ კოეფიციენტი არის 1,3 აღდგენა შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში აღდგენას დაჭირდებოდა 80-დან 100 წლამდე. მაგრამ არ არსებობს ეკონომიკური მოდელი, რომელიც უზურნველყოფს ერის არსებობას ასეთ ხანგრძლივ პერიოდში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არის მშობლების ორი წყვილი და თითოეულს ჰყავს თითო შვილი, შვილების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია მშობელთა რიცხვზე. თუ ამ შვილებს ეყოლებათ თითო შვილი, შვილიშვილთა რიცხოვნება იქნება ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე ბაბუა-ბებიებისა. როცა მცირდება პოპულაცია, მცირდება ერიც.
სადღეისოდ შობადობის კოეფიციენტი არის:
საფრანგეთში – 1,8
ინგლისში – 1,6
საბერძნეთში – 1,3
იტალიაში – 1,2
ესპანეთში – 1,1
მთელ ევროპულ კავშირში 31 ქვეყანაზე შობადობის საშუალო კოეფიციენტი არის 1,38 ბავშვი ერთ ოჯახზე.
ისტორიული მონაცემები მეტყველებენ იმაზე, რომ ამ რაოდენობის გაზრდა შეუძლებელია.
წლების შემდეგ ევროპა, ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით, შეწყვეტს არსებობას.
თუმცა, ევროპის მოსახლეობა არ მცირდება. რატომ? იმიგრაცია!
1990 წლიდან ევროპის მოსახლეობის ზრდას 90%-ით განაპირობებს ისლამური იმიგრაცია.
საფრანგეთი: 1,8 ბავშვი ოჯახზე; მუსულმანები – 8,1 ბავშვი. 20 წლამდე ბავშვების 30% არიან მუსულმანები. ნიცაში, მარსელში, პარიზში ეს ციფრი გაიზარდა 45%-მდე. 2027 წლისთვის ყოველი მეხუთე ფრანგი იქნება მუსულმანი.
ინგლისში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე აზიატური მოსახლეობა გაიზარდა 82000 ადამიანიდან 2,5 მილიონამდე, ანუ 30-ჯერ გაიზარდ. იქ 1000-ზე მეტი მეჩეთია, რომელთაგან მრავალი – ყოფილი ეკლესიაა.
ჰოლანდიაში ახალშობილთა 50% არაბები არიან. სულ რაღაც 15 წლის შემდეგ ჰოლანდიის მოსახლეობის ნახევარი იქნებიან მუსულმანები.
ბელგიაში მოსახლეობის 25% და ახალშობილთა 50% არიან მუსულმანები. ბელგიის მთავრობამ დაადასტურა, რომ 2025 წლისთვის, – სულ რაღაც 15 წელიწადში ევროპელი ბავშვების მესამედი იქნებიან მუსულმანური ოჯახებში დაბადებულნი.
გერმანიის ხელისუფლება იძულებული იქნა საჯაროდ განეცხადებია, რომ გერმანელთა შობადობის ვარდნა უკვე შეუქცევადია. 2050 წლისთვის გერმანია იქცევა ისლამურ სახელმწიფოდ.
მუამარ კადაფიმ ლიბიიდან განაცხადა: „როგორც ჩანს, ღმერთი გვაჩუქებს ჩვენ გამარჯვებას ევროპაში ხმლების, იარაღისა და დაპყრობის გარეშე. ჩვენ არ გვჭირდებიან ტერორისტები, თვითმკვლელები. სულ რამდენიმე ათწლეულში 50 მილიონზე მეტი არაბი აქცევს ევროპას მუსულმანურ კონტინენტად.“
კანადაში სტატისტიკა იმავეს მეტყველებს. სადღეისოდ აქ შობადობა არის 1,6 ბავშვი ოჯახზე. ეს საჭიროზე ნაკლებია.
აშშ-ში შობადობის მიმდინარე კოეფიციენტი – 1,6. ლათინური ეროვნებებისა და იმიგრანტების ჩათვლით იზრდება 2,11 – ერის არსებობის მინიმუმამდე. 1970-ში აშშ-ში ცხოვრობდა 100 ათასი მუსულმანი. 2010 წელს 9 მილიონი.
მსოფლიო იცვლება.“
ეს 2010 წლის მონაცემებია. დღევანდელი ციფრები ცოტა სხვაგვარად გამოიყურება. მოყვანილ მაჩვენებლებში არის გარკვეული გადაჭარბებაც, თუმცა ტენდენცია ნამდვილად საგანგაშოა და გადარჩენის იმედს არ ტოვებს. ვისაც აინტერესებს, შეუძლია აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოს უახლესი და, ვფიქრობ, სანდო მონაცემები – „The world factbook“. ბევრი საინტერესო ინფორმაციაა აქ შეკრებილი. მიუხედვად იმისა, რომ მონაცემები ოდნავ განსხვავდება გაეროს მონაცემებისგან, ნათლად ჩანს ძალიან საგანგაშო ტენდენცია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენივე ქვეყნის მაჩვენებელი. არაფერი გვაქვს სანუგეშო. ზემოთხსენებული შობადობის კოეფიციენტი Total fertility rate შეადგენს 1,76-ს (Middle East :: GEORGIA), – მინიმუმზე საგრძნობლად ნაკლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობით ერი მცირდება. საგანგაშო მდგომაროებაზე მიუთითებს ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში შობადობის კოეფიციენტი 1000 სულზე არის მსოფლიო საშუალო მაჩვნებლის ნახევარი. ანუ საქართველო არ იზრდება მსოფლიოს პროპორციულად. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეთნიკური ქართველების ოჯახებში არც ისე ბევრია 3 და მეტი შვილი. ამას დამატებული შრომითი ემიგრაცია, გადატანილი ომების გავლენა.
დასავლური ცივილიზაციის თვითგანადგურება ერთ-ერთი უცხადესი ნიშანია იმისა, თუ რა ემართებათ ერებს, როცა გამაერთიანებელი ეროვნული იდეა აკლდებათ და მხოლოდ პიროვნული კეთილდღეობა იქცევა მიზნად. მუსულმან იმიგრანტებს აქვთ სარწმუნოებრივი ფაქტორი, აქვთ განცდა იმისა, რომ ეკუთვნიან გარკვეულ ტრადიციას, წრეს და ადვილად არ ხდება მათი აღრევა ევროპელ ერებში. ისინი თავისი სარწმუნოებითა და ცხოვრების წესით მიდიან და ნერგავენ კიდევაც ყველგან.
მმართველთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა მოახერხა, რომ ქრისტესდამვიწყებელი დასავლეთისთვის ჩაენერგა უცხო ღირებულებები და რამდენი ათწლეულში ადამიანის ბუნებისთვის ანომალური მდგომაროება ორიენტირებად დაესახა პირად, საზოგადო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენს ერშიც ბოლო წლებში შემოტანილი უკეთურება ძირითადან დასავლეთინად შემოვიდა და უცხოეთიდან მართული ძალების მიერ ინერგება. მაგრამ, არ შეიძლება ამ ცივილიზაციის წაშლა სასიხარულო იყოს. ოდესღაც ქრისტეანული ევროპა მოწყდა თავის ფესვებს და ნელ-ნელა ქრება. მის ადგილს იკავებს ძალა, რომელიც სარგებლობს მისი მიღწევებით, მაგრამ დიდად არაფერი ესმის მისი კულტურის, წარსულის; ძალა, რომელიც ვერ იქნება მემკვიდრე იმ მიღწევებისა, რასაც საუკუნეები დასჭირდა; ძალა, რომელსაც არ გააჩნია არც უნარი და არც მისწრაფება გაისიგრძეგანოს მიღწევათა არსი. ამ ძალის შემოსვლა მონღოლთა შემოსევას ჰგავს და საქართველოც ვერ იქნება მისგან დაცული.
თუმცა, მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა მოეგება გონს, გაიხსენებს ფესვებს და არ გაიზიარებს ოდესღაც მის მიერ გაწირული ბიზანტიის ბედს.