წმიდა ნიკიტა ნოვგოროდელის ცხოვრებაში მოთხრობილია მისი ცდუნებისა და გამოხნსის შესახებ. გამოირჩეოდა რა განსაკუთრებული მოშურნეობით, მას გაუჩნდა სურვილი დაყუდებისა. მიუხედავად იმისა, რომ იღუმენი ეწინააღმდეგებოდა მის განზრახვას, არწმუნებდა, რომ მისთვის ჯერ ადრე იყო ასეთი ღვაწლის ტვირთვა, ნიკიტამ მაინც აღასრულა საწადელი და დაეყუდა. გავიდა დრო და ერთხელ, ლოცვის ჟამს, მას ესმა ხმა, რომელიც მასთან ერთად ლოცულობდა. ამ მოვლენას თან ახლა არაჩვეულებრივი კეთილსურნელება. ცდუნებულმა უთხრა საკუთარ თავს: ეს რომ არ ყოფილიყო ანგელოზი, არ ილოცებდა ჩემთან ერთად და ვერ იქნებოდა ასეთი კეთილსურნელება სულიწმიდისა. შემდეგ მან გულმოდგინე ლოცვით მიმართა უფალს სიტყვებით: „უფალო! განმიცხადე თავი შენი საგრძნობელად, რათა გიხილო შენ.“ მაშინ ესმა ხმა: „ახალგაზრდა ხარ. არ გამოგეცხადები, რომ არ დაეცე“. მიუგო ნიკიტამ: „უფალო! არაფრით ვცდუნდები, რადგან წინამძღვარმა მასწავლა არ მეგდო ყური მაცდურისათვის. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი.“ მაშინ, მოიპოვა რა სულის წარმწყმედელმა გველმა ხელმწიფება მასზე, უთხრა: „ვერ ხელეწიფება ხორცში მყოფს ჩემი ხილვა. აჰა, გიგზავნი ჩემს ანგელოზს, რათა შენთან მყოფობდეს, შენ კი აღასრულე ნება მისი.“ ამ სიტყვებისთანავე წარმოდგა მის წინაშე ბოროტი ანგელოზის სახით. ნიკიტამ მუხმოდრეკით თაყვანისცა მას. ბოროტმა უბრძანა: „ამიერიდან შენ უკვე არ ილოცო, არამედ იკითხე წიგნები, რათა ამით შეხვიდე განუწყვეტელ საუბარში ღმერთთან და მიიღებ შესაძლებლობას მიაწოდო შენთან მომავალთ სულისთვის სასარგებლო სიტყვა. მე კი განუწვყეტლივ ვევედრები შემოქმედს შენს გადარჩენას.“
დაუჯერა დაყუდებულმა ეშმაკის სიტყვას, მიატოვა ლოცვა, დაკავდა კითხვით. ხედავდა ბოროტს მუდამ მლოცველს მის გვერდით და ხარობდა, მიაჩნდა რა ანგელოზად, მისთვის მლოცველად. ბევრს საუბრობდა წმიდა წერილზე დაყრდნობით მასთან მომავალ ხალხთან, წინასწარმეტყველებდა. გაითქვა სახელი მისი ერში და თვით მთავრის სასახლემდეც მიაღწია. თუმცა, სინამდვილეში კი არ წინასწამეტყველებდა, არამედ ამცნებდა ეშმაკისაგან ცნობებულს. ერის მთავარიც კი მოიხიბლა მისი „წინასწარმეტყველებით“. წმიდა ეგნატე სტავროპოლელი (ბრიანჩანინოვი) წიგნში „Приношение современному монашеству“ ბრძანებს: „შემჩნეულია, რომ ერისკაცნი და მონაზონნი, რომელთაც არ აქვთ სულიერი განსჯის ნიჭი, თითქმის ყოველთვის ცდუნდებიან მატყუარებისა და მაცდურების მიერ, რომლებიც ბოროტისმიერ ხიბლში არიან, მიაჩნიათ რა ისისნი წმიდანებად და მადლმოსილებად.“
ვერავინ შეედრებოდა ნიკიტას ძველი აღთქმის ცოდნაში, თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგი ვერ იტანდა ახალ აღთქმას. უცნაური ქცევით შეშფოთებულნი, კიევის მღვიმევის მონასტრის მამები მიხვდნენ, რომ ნიკიტა ცდუნებულია ბოროტის მიერ. ღმერთმა შეისმინა წმიდა მამათა გულმოდგინე ლოცვა და ბოროტი განშორდა ნიკიტას. გაოიყვანეს იგი მამებმა დაყუდებიდან და თხოვდნენ, ეთქვა მათთვის რამე ძველი აღთქმიდან, მაგრამ ნიკიტა ფიცით არწმუნებდა, რომ არასდროს წაუკითხავს ის წიგნები, რომლებსაც ადრე ზეპირად ციტირებდა. აღმოჩნდა, რომ მას კითხვაც დაავიწყდა. მამათა ლოცვით გონს მოსული აღიარებდა თავის ცოდვას და ცრემლებით დასტიროდა.
წლების მერე სულიერ ბრძოლაში გამოცდილი და განბრძნობილი, სიმდაბლითა და თავშეკავეუბული ცხოვრებით გაბრწყინვებული, ნიკიტა ნოვგოროდის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.
===
დამაფირებელეია ეს ამბავი.
ლოცვა არის საზომიც და განმსაზღვრელიც სულიერი ცხოვრებისა. ყველაფერი იდეალურადაც რომ იყოს, თუ მოგვაკლდა ლოცვა, ე.ი. რაღაც ვერ არის კარგად და გონს მოსვლა გვჭირდება. „მოუკლებელად ილოცევდით“ (1თეს.5:17), გვამცნებს წმ. მოციქული პავლე. წმ. მამათა სწავლებაში უდიდესი ადგილი უჭირვს მოძღვრებას ლოცვაზე, განსაკუთრებით კი ‒ იესუს ლოცვაზე. ამის უგულებელსყოფა საკუთარი ცხვოვნების უგულებელსყოფაა. ასეთი ადამიანის სულის ღიაა ბოროტის ზემოქმედებისათვის. როგორ სიბრძნეს, როგორ სასწაულებსაც არ უნდა წარმოაჩენდეს ასეთი ადამიანი, ერთი სიტყვისთ გამოითქმის მისი მდგომარეობა ‒ მოხიბლულობა. ემართებათ ეს ადამიანებს, რომლებიც უსმენენ საკუთარ თავს. წმ. ისააკ ასური ბრძანებს: „ვინც შეიცნო, რომ საჭიროებს ღმრთის შეწევნას, იგი უხვად აღასრულებს ლოცვებს“. მხოლოდ ამპარტავანი ვერ გრძნობს ამ საჭიროებას. არც ერთი წმიდა მამა არ უშვებს იმას, რომ რამემ ‒ კითხვამ, მოწყალებამ, სნეულთა მოვლამ, პრყობილთა მოკითხვამ შეიძლება შეცვალოს ლოცვა. მეტიც, მხოლოდ ლოცვით აღსრულებული არის ჭეშმარიტი სიკეთე.
და კვლავ, ვუსმინოთ წმ. პავლეს: „მოუკლებელად ილოცევდით.“
