ქრისტეანობა თავისი ბუნებითი აღმსარებითია. მაცხოვარი ბრძანებს: „ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.“ (ლკ.12:8-9) არსებობს ფარული ქრისტეანობა, რომელიც არ ყვირის უბნებსა და მოედნებზე რწმენის შესახებ, მაგრამ არ არსებობს ისეთი ფარული ქრისტეანობა, რომელიც ერთი მხირვ, უთმობს ბოროტს და ამავდროულად აღიარებს ქრისტეს.
23 November 2021
16 November 2021
დიპფეიკი
ტექნოლოგიური წინსვლა თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. სიკეთისა თუ სიავისაკენ მიმმართველი არის ადამიანი, ‒ დაცეული ბუნების მქონე, ადვილად მიდრეკილი ცუდისაკენ, დამანგრეველისაკენ. საუბედუროდ, თავის ქმნილებებს იგი მეტწილად თვითგანადგურებისათვის იყენებს. ამ პრობლემას ქმნის არა ე.წ. პროგრესი, არამედ ადამიანის დაცემულობა.
8 November 2021
შიმშილობა არ არის მარხვა!
მარხვის არსი არის სინანული. საკვებში შეზღუდვა მხოლოდ სულიერი მარხვის განსაკმტკიცებლად დაწესდა. ჭეშმარიტი მარხვა არის სინანული ღმრთისა და მოყვასის წინაშე ჩადენილი ცოდვების გამო. „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (მთ.5:23-24), ‒ ბრძანებს მაცხოვარი. მონანული ჯერ ითხოვს შენდობას ყველასგან, ვინც გულნატკენი ან დაბრკოლებულია მისგან, ამით წამოჩინდება მისი სინანული და მხოლოდ ამის შემდეგ იწირება მისი სულიერი შესაწირი (თუ აქვს). მარხვის უჭმელობამდე დაყვანა არის მისი არსის ან გაუგებრობა ან შეგნებული პროფანაცია. და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის „მმარხველი“, აქ მნიშვნელოვანი მარხვის რაობის დამახინჯებაა.
მარხვისგან განსხვავებით, შიმშილობის არსი არის არა სინანული, არამედ საკუთარი სიმართლის ჩემება, საკუთარი პოზიციის აღიარების მოთხოვნა. შიმშილობა თვითმკვლელობის ფორმაა და ამიტომაც არასდროს აკურთხევს ეკლესია ასეთ ქმედებას, როგორი კეთილი და ამაღლებული იდეისთვის არ უნდა ცხადდებოდეს იგი. მით უფრო, არასდროს უწოდეს მარხვას.
„რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა.“ (მთ.18:6).
დიდი ცოდვაა განუმტკიცებელი მრევლის დაბნევა!
Subscribe to:
Posts
(
Atom
)