წმ. იოანე კიბისაღმწერელი ცუდმედიდობას მიიჩნევს ყველაზე ვერაგ ვნებად და მიზეზად იმისა, რომ ქარიშხალს გადარჩენილი გემი ნავსაყუდელში იძირება. ანუ სხვა ვნებათა დამძლევი მოსაგრე შესაძლოა ბოლოს ცუდმედიდობამ დაამარცხოს.
ზოგჯერ ვიღვწით, არ ვზოგავთ თავს და გვეჩვენება, რომ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს მოყვასი, უფლისთვის სათნოა ჩვენი შრომა და მზადდება ჩვენთვის ადგილი ცათა სასუფეველში. მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთი დაუშვებს ჩვენზე ხან განსაცდელს, ხან მხილებას, რათა ცუდმედიდობამ არ წარწმყიდოს ჩვენი ღვაწლი.
სტატია, რომელიც მოყვანილია ქვემოთ, ბერძნულიდან უთარგმნიათ რუსულად. სამწუხაროდ დედანი ვერ ვიპოვეთ და რუსულიდან ითარგმნა. უდავოდ, იქნება განსხვავებები დედანის ტექსტთან, მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი შინაარსი გასაგებია.
წყარო: Каково твоё усердие?
* * *
ჟურნალ „ეთიმერიოსის“ (1.11.1956) ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც ინახებოდა ნეტარხსენებული გერონდის, მამა არსენ კომბუიასის არქივში, მსწრაფლშემსმენელი ღმრთისმშობლის მონასტრიდან ნავპაქტოსში, აღწერილია შემდეგი შემთხვევა:
ერთმა მოშურნე და მოღვაწე მღვდელმა ნახა სიზმარი, რომელზეც ასე ყვება:
„სამუშაოთი გათანგული და დაღლილი, სავარძელში ვიჯექი. დაღლილობისაგან სხეული მტკიოდა.
მრავალი ეძებდა ჩემი სამრევლოს სახით ძვირფას „მარგალიტს“ და ჰპოვებდა მას.
მრავალმა ძვირფასი „მარგალიტის“ მაძიებელმა იპოვა კიდევაც იგი ჩემს სამრევლოში. ჰყვაოდა სამრევლო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ჩემი სულიც სავსე იყო სიხარულით, იმედითა და გამბედაობით. ჩემი ქადაგებები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ ყველაზე. მრავალი მოდიოდა აღსარებაზე. ეკლესია კი ყოველთვის გადავსებული იყო. მე შევძელი აღმეფრთოვანა მთელი ჩემი სამრევლო.
ასეთი შედეგით კმაყოფილი არ ვზოგავდი საკუთარ ძალებს. ერთხელ გადაქანცულმა ჩავთვლიმე და აი, რა ვიხილე:
ითახში დაკაკუნების გარეშე შემოვიდა ვიღაც უცნობი. მისი სახე სიკეთესა და სულიერ ნათელს ასხივებდა. იგი კარგად იყო ჩაცმული და ხელში ქიმიური ლაბორატორიის რაღაც მოწყობილობები ეჭირა. მისი გარეგნობა უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა. უცნობი მომიახლოვდა, მისასალმებლად გამომიწოდა ხელი და შემეკითხა:
— როგორია შენი სიბეჯითე?
ამ კითხვამ ჩემში დიდი სიხარული დაბადა, რადგან ფრიად კმაყოფილი ვიყავი საკუთრი გულმოდგინებით. არანაირი ეჭვი არ მქონდა, რომ უცნობიც ძალიან მოხარული იქნებოდა გაეგო ამის შესახებ.
იმის საჩვენებლად, როგორი ფასი ჰქონდა ჩემს გულმოდგინებას, როგორც მახსოვს, მკერდიდან თითქოსდა ამოვიღე მკვრივი მასა, რომელიც ოქროს მსგავსად ბზინავდა და ხელში ჩავუდე მას, თან დავაყოლე:
— ეს არის ჩემი სიბეჯითე.
მან აიღო იგი და თავის სასწორზე აწონა.
— ორმოცდაათ კილოს იწონის, ‒ სერიოზულად შენიშნა მან.
ამ რიცხვის გაგონებისას ძლივს შევიკავე სიხარული. უცნობმა კი სახის უცვლელად სერიოზული გამომეტყველებით ჩაიწერა ეს წონა ქაღალდზე და განაგრძო ანალიზები.
მან დააქუცმაცა ეს მასა ფრაგმენტებად, ჩადო განსაკუთრებულ ქიმიურ ჭურჭელში და შედგა ცეცხლზე. როცა მასა გალღვა, მოხსნა ცეცხლიდან და დაიწყო შემადგენელ ელემენტებად დანაწევრება. კვლავ გამყარებულმა ფრაგმენტებმა უცნაური ფორმები მიიღეს. უცნობმა დააკაკუნა მათზე ჩაქუჩით, აწონა და ჩაიწერა თითოეული ფრაგმენტის წონა.
როცა დაასრულა, სიბრაულულით სავსე მზერით გადმომხედა და მითხრა:
— იმედი მაქვს, შეგიბრალებს უფალი და გადარჩები.
იმწამსვე უცნობი გაქრა.
ქაღალდზე, რომელიც მან დატოვა მაგიდაზე ეწერა შემდეგი:
„მღვდელ ***-ს გულმოდგინების ანალიზისაგულდაგულო ანალიზმა გამოავლინა შემდეგი ელემენტები:‒ ფანატიზმი: 5კგ.‒ დიდებისმყვარეობა: 15კგ.‒ მომხვეჭელობა: 12კგ‒ სწრაფვა სულებზე ძალაუფლებისა და მათგან პატივისცემისაკენ: 8კგ.‒ მოჩვენებითი მუყაითობა: 9კგ-980გრ.‒ სიყვარული ღმრთისადმი: 10გრ.‒ სიყვარული ადამიანებისადმი: 10გრ.სულ: 50კგ.“
უცნობის უცნაურმა ქცევამ და მზერამ, რომლითაც დამემშვიდობა იგი, შემაშფოთეს, მაგრამ როცა ვნახე მისი ანალიზის შედეგები, ფეხები მომეკვეთა.
მინდოდა ეჭვქვეშ დამეყენებინა მისი გაანგარიშებების სისწორე, მაგრამ მყისვე მომესმა უცნობის ამოოხვრა, რომელიც შემოსასვლელ კარამდე მისულიყო. მე დავმშვიდდი და გადავწყვიტე ცივი გონებით გადამეჭრა. მაგრამ სანამ ვფიქრობდი, ჩამობნელდა და არ შემეძლო ქაღალდზე დაწერილის წაკითხვა. მღელვარებამ და შიშმა მომიცვეს და ჩემმა ბაგეებმა იყვირეს:
‒ უფალო, მიხსენ მე.
კვლავ შევხედე ქაღალდის ფურცელს. ის უეცრად სარკედ იქცა, რომელშიც ჩემი გული ირეკლებოდა. მე შევიგრძენი და შევიგნე ჩემი მდგომარეობა. აცრემლებული თვალებით ვევედრებოდი ღმერთს დავეხსენი საკუთარი თავისაგან. ბოლოს და ბოლოს მღელვარებასა და გოდებაში გამეღვიძა.
ადრე ვევედრებოდი ღმერთს, ვეხსენი სხვადასხვა ხიფათისაგან, ამ დღიდან კი დავიწყე ვედრება ვეხსენი ჩემი საკუთარი „მე“-საგან.
დიდხანს ვგძნობდი შინაგან შფოთს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, გულმოდგინე ლოცვების შემდეგ ვიგრძენი, როგორ ავსებს ღმრთაებრივი ნათელი ჩემს გულს და წვავს ეგოიზმის ეკლებს. როცა თავისთან მომიხმობს უფალი, გულმხურვალე მადლობას შევწირავ იმ დღის გამოცხადებისათვის. ამით ხომ მან ჩემი ნამდვილი სახე დამანახა და წარმართა ჩემი სვლა ვიწრო, მაგრამ მშვენიერი გზით. იმ იმ დღიდან მოყოლებული სერიოზულად ვუფიქრდებოდი საკუთარ გადაწყვეტილებებს.
ამ სტუმრობამ იმისი, ვინც „განიკითხავს გულსა და თირკუმელთა“ (ფს.7:10), სხვა ადამიანად მაქცია და ძალიან დაემხმარა ჩემს შრომას“
დეკანოზი სტეფანოს ანაგნოსტოპულოსი