„ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა“ (ფილ. 2:21)
„უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (იოანე 15:20) – ბრძანებს მაცხოვარი. და მართლაც, დღიდან დაარსებისა არ ყოფილა პერიოდი, როცა წუთისოფლის მიერ არ იდევნებოდა ეკლესია ქრისტესი. ზოგჯერ ეს დევნა სისხლიანი იყო და ამ პერიოდმა უამრავი მოწამე შესძინა მას. ასეთმა დევნამ არათუ ვერ შეასუსტა ეკლესია, პირიქით, გაძლიერდა. იყო პერიოდები, როცა იმპერატორები და ხელისუფალნი იწყნარებდნენ და მფარველობდნენ ეკლესიას. მაგრამ ასეთ დროს წუთისოფლის სული აღწევდა ეკლესიაში და გამიწიერებით იდევნებოდა მოშურნეობა. იყო პერიოდები, როცა უკეთური სულითა და ამპარტავნებით აღძრული ადამიანები აყალბებდნენ და ამახინჯებდნენ წმიდა წერილს, წარმოშობდნენ ერესებსა და სქიზმებს და ამით იდევნებოდა ჭეშმარიტება. მაგრამ ასეთმა შემოტევებმა შედეგად საეკლესიო სწავლების ჩამოყალიბება და გაღმავება გამოიღეს ნაყოფად. ბოლო ათწლეულებში ახალი სახე გამოჩნდა ქრისტეს ეკლესიის მტრობისა და დევნისა – მოდერნიზმი და რეფორმატორული სული. თავისი დამანგრეველი მოქმედებით ის არანაკლებია მწვალებლობებზე, შეიძლება ითქვას, უარესიც კი.
მწვალებლობა ეკლესიის სწავლებას ეხებოდა; მისი მხილება შესაძლებელი იყო წმიდა წერილით. მოდერნიზმი თითქოს არ ეხება ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, სამიზნედ კი ტრადიცია იქცია. ის ტრადიცია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა როგორც ქრისტეანული სწავლებით ცხოვრების გამოცდილება. ტრადიცია, რომელიც სწორად გააზრებისას ზღუდავს და იცავს ადამიანს წუთისოფლის დამანგრეველი სულისაგან. დიახ, ქრისტეანობის პირველი მტერი დღეს მოდერნიზმის სულია. ის ეფუძნება კონფორმიზმს, უზავდება წუთისოფელს, დოგმატური სწავლების სიტყვიერ აღიარებასთან ერთად, ცრუიკონომიაზე დაყრდნობით ნელ-ნელა ანადგურებს ასკეტურ სულს, აქცევს წმიდა მამებსა და მათ ცხოვრებას სამუზეუმო რელიქვიად, სადაც კი შეძლებს, ცდილობს ეჭვი შეიტანოს წმიდათა ცხოვრებაში მოთხრობილ სასწაულებში, ახლებურად, კრიტიკულად გაიაზროს წმიდა წერილი და მამათა მემკვიდრეობა, რათა როგორმე შეაერთოს შეუერთებელი: წუთისოფლის სული და ქრისტე. დიახ, ჩვენ მიწაზე ვცხოვრობთ, მაგრამ არ ვართ მიწისანი. ჩვენ არ ვემიჯნებით ქვეყანას, არ ვაშენებთ განკრძალულ სოფლებსა და ქალაქებს იზოლირებული ცხოვრებისათვის, არამედ არსებულ რეალობაში, ვიქციეთ რა სახარებისეული განახლებული ადამიანი იდეალად, ვცდილობთ არ დავკარგოთ კავშირი ზეცასთან, ვმოწმოთ მისი სიდიადე და წუთისოფლის დაცემულობის უსუსურობა. მოდერნისტისთვის უცხოა ჯვარი. არა, რა თქმა უნდა, ის აღიარებს მას ქრისტეანობის უმთავრეს სიმბოლოდ, მაგრამ არ ხედავს საჭიროებას პირადი ცხოვრებაში სიამეთა შეზღუდვით ქრისტეს თანაჯვარცმისა. „მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით“ (იოანე 18:36) – ბრძანებს მაცხოვარი. მაგრამ, მოდერნისტი ვერ ურიგდება ისეთ ღმერთს, რომელიც მოაკლებს მას მიწიერ სიამეს. ის არ ეთანხმება იმ აზრს, რომ „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც“ (რომ. 8:7). რატომ უნდა მივსდიო, ამბობს რეფორმატორი, იმ წეს-განგებას, რომელიც საუკუნეების წინ დაიწერა, თუ დღეს სულ სხვა რეალობაში ვცხოვრობ?რას ვაშავებ თუ შევირგებ იმ სიამეებს, რომელთა მიღება შემიძლია ღმრთის ქმნილებისაგან, რა ცოდვაა ამაში? „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს“ (1კორ. 6:12) – ბრძანებს წმ. მოციქული პავლე, მაგრამ არ ესმის განმაახლებელს. კაცობრივ ძალებზე დამყარებული სიყვარული მის თვალში ღმრთაებრივია და აზრად არ მოსდის დაეჭვდეს: საიდან ჩემთან ეს, რა სიწმიდეა ჩემს გულში ასეთი, რომ მე ეს მქონდეს? თვით სიწმინდის ცნება მასში უკვე არ არის ღმერთთან, ზეცასთან სიახლოვის ხარისხი. ის ბრძნობს და კაცობრივ ბრძნობას, ინტელექტუალურ ძიებას მისი ძალისა და დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს. იმ დროისა, რომელიც არა ღმერთზე, არამედ ღმერთთან საუბარს უნდა დათმობოდა. მოდერნისტს უფრო ეშინია კაცთაგან განშორებისა, მრევლის დაკარგვისა, ვიდრე ღმრთისაგან განვარდნისა. ამიტომაც, მზადაა დათმოს ეკლესიურობის უმნიშვნელოვანესი საფუძვლებიც კი, რათა მოიზიდოს ხალხი და არ ესმის, რომ უმადლოდ ეკლესიურობა ვერ აღეშენება. „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე“ (ეფ. 6:12) – ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე. მოდერნისტისთვის ბოროტთან ბრძოლა უფრო აბსტრაქციაა, ვიდრე ბრძოლა კონკრეტული, რეალური სულიერი არსებების წინააღმდეგ, „სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე“. მოდერნისტი ევოლუციონირებს, ვითარდება, იზრდება, იცვლება, მაგრამ სულიერი ცხოვრება არ არის მისთვის ბრძოლა უკეთურთან. და, თუ აქვს რამე ბრძოლა და ჭიდილი, მხოლოდ იმისთვის, რომ ქრისტეანული მორალით აღფრთოვანებულმა ძლიოს ნაკლოვანებებს, ჩვევებს. მაგრამ ეს არ არის სულიერი ბრძოლა. ის სულიერი რეალიების ახსნას ფსიქოლოგიზმებით ცდილობს და არა უხილავ სამყაროსთან შეხებით. „გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ“ (ლკ. 12:5) – გვმოძღვრავს უფალი. არ ეშინია მოდერნისტს. ან რატომ უნდა ეშინოდეს? მას ხომ „უყვარს“ უფალი, ღმერთი ხომ მოწყალეა და სიყვარული ავალდებულებს მას აპატიოს ყველას?! საუბრები ჯოჯოხეთზე, საშინელ სამსჯავროზე მისთვის მხოლოდ ალეგორიაა. უნანელ ცოდვილებზე მაცხოვრის მიერ თქმული „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მთ. 25:46) მოდერნისტისთვის სულაც არ ნიშნავს სამუდამო სატანჯველს, არამედ საუკუნოვანს. მოდერნისტი დაქირავებულ მწყემსს ჰგავს, რომელსაც დიდად არ ედარდება მინდობილი ცხოვარი.

თუ ლიბერალიზმი არის ქრისტეს წინააღმდეგ აღმართული მახვილი, მოდერნიზმი ის ჭიაა, რომელიც ცდილობს შიგნიდან გამოხრას ეკლესია და უსულო ფიტულად აქციოს. სადღეისოდ ის ყველაზე ვერაგი მტერია ქრისტეს ეკლესიისა. ქრისტეანებს კი იმედად, ნუგეშად და სიმტკიცედ გვაქვს მაცხოვრის სიტყვები: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი… კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (ლკ. 12:33, მთ. 16:18.