„მართლმადიდებლობას ჰყავს უხილავი მტერი: ის ყველგან არის და არსად არ
არის, ის არც „რამეა” და არც „ვინ”. ეს არის ერთგვარი სული, რომელიც
განსმჭვალავს მიწის ატმოსფეროს თავისი მიაზმებით, წამლავს მის მის ნიადაგს,
აავადებს წყლებს, აქცევს ქალაქებს მყრალ ჭაობებად, აუდაბურებს სოფლებს;
მას თითქოს ვერსად დაემალები; ის იპოვის ლტოლვილებს მთათა მწვერვალებზეც და
ზღვათა სიღრმეებშიც.
ეს მტერი არის გარყვნილობის სული, რომლესაც თანამედროვე ენაზე ლიბერალიზმი ეწოდება.
სიტყვა „ლიბერალიზმი” თავისუფლებას ნიშნავს. ეს არის განსაკუთებული
დემონური თავისუფლება საკუთარი სულის მოკვდინებისა, სულიერ ძალთა გარყვნისა
და სხეულის შებილწვისა, ეს არის თავისუფლება სირცხვილისაგან, როგორც
ცრუწარმოდგენისაგან, ეს არის თავისუფლება იმის დაცინვისა, რაც წმიდაა
ადამიანისათვის, ეს არის ცოფიანი ძაღლის თავისუფლება, რომელიც თავს ესხმის
პატრონს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ლიბერალიზმი განვითარდა ორი
მიმართულებით, რომლებიც გარეგნულად განსხვავდებიან, მაგრამ აქვთ ერთი
მიზანი: ადამიანი ღმრთისაგან გათავისუფლება. პირველი გზა არის ცინიზმი,
მეორე – ესთეტიზმი. ცინიზმი ეს არის ყველა ზნეობრი წესისა და ტრადიციის
რღვევა, ადაიანის ქცევა ბინძურ ცხოველად, გააფთრებული ბრძოლა საკუთარი
სულის წინააღმდეგ, დარვინიზმის გადმოყუდებული კიბე, რომლითაც ადამიანი
მაიმუნამდე ევოლუციონირებს. მისი დევიზია: „თავისუფლება ურცხვობაში”.
ესთეტიზმი თითქოს საპირისპიროა ცინიზმისა; ის სილამაზის კულტია, მაგრამ
ქმნილი, გრძნობისმიერი და მატერიალური სილამაზისა, რომელიც საკუთარი თავით
აეფარა ღმრთაებრივი ნათლის სილამაზეს. ეს არის ხელითქმნილი კერპების
სილამაზე, სილამაზე აფროდიტასი და აპოლონისა, სილამაზე, რომელიც კლავს
სულს. ესთეტიზმმა ხელოვნება აქცია ადამინური ვნებების მხევლად, გააღმერთა
ვნებები, ამოწურა საკუთარი თავი და გადავიდა ანტიესთეთიზმში – დეკადენსში,
სილამაზის აგონიაში.
ლიბერალიზმმა საწყისშივე დაინახა ქრისტეანობაში თავისი შეურიგებელი
მტერი. მან აღმართა დევნა ეკლესიაზე კერპთაყვანისმცემელ იმპერატორთა
ხანაში. უკვე მაშინ სჯიდნენ ქრისტეანებს ლიბერალიზმის პოზიციიდან,
ადანაშაულებდნენ მათ, თითქოს ყოფილიყვნენ კაცთმოძულეები, სიკვდილის
აღმრჩეველი ფანატიკოსები, მტრები ადამიანური ბედნიერებისა და ამიტომ უნდა
განადგურებულიყვნენ, როგორც ამოიშანთება წყლული გავარვარებული რკინით.
ნიშანდობლივია, რომ ქრისტეანებზე დევნაში მონაწილეობდნენ როგორც
ცინიკოსები, ასევე პლატონისტები – ესთეტები ფილოსოფიისა.
ლიბერალიზმმა ოდესღაც თვით ქრისტეანობაში შექმნა ანტიქრისტეანობა –
რენესანსი, შეცვალა რა ასკეტიზმი სხეულის კულტით. მან აქცია კათოლიციზმი
წუთისოფლის მსახურად და დააჩოქა იგი. მან გაუკაფა გზა პროტესტანტიზმს,
რომელმაც ქვის როდინში დაფქვა ძველი გარდმოცემის ნამსხვრევები, რომლებიც
ჯერ კიდევ რჩებოდა კათოლიციზმში. ადამიანის აყვანა ღმერზე მაღლა იყო მიზანი
მთელი რეფორმატორობისა.
ლიბერალიზმი ასულდგუმულება რევოლუციებს, რომლებიც სატანის ალისფერ-შავ
დროშებქვეშ მიმდინარეობენ. ის ცდილობს გაანადგუროს ეკლესია ხან ტარანის
დარტყმათა მსგავსი სისხლიანი დევნით, ხან შიგნიდან ანგრევით, ცვლის რა სხვა
რელიგიით, რომელშიც შენარჩუნებულია მსგავსება ქრისტეანობისა, მაგრამ არ
არის ქრისტე როგორც ძე ღმრთისა, გამომხსნელი და სამყაროს მსაჯული.
ლიბერალებს აქვთ მუდმივი ნოსტალგია წარმართობისადმი. სულის სიღრმეში
მათ სურთ აქციონ ცა ოლიმპად ან ჰიმალაებად. ამ სულისათვის საძულველია
ქრისტე და ამიტომაც ცდილობს შეცვალოს იგი ცრუქრისტეს ხატებით; ქმნის
კერპებს სახელად ქრისტე, რათა მათ ეთაყვანებოდნენ ისინი, ვისაც თავი
მიაჩნია ქრისტეანად. ლიბერალიზმისათვის განსაკუთრებით აუტანელია სწავლება
იმაზე, რომ ღმერთი არის უმაღლესი სამართლიანობა, მსაჯული სოფლისა და ყოველ
ადამიანს მიაგებს მის საქმეთაებრ. როზენკრეიცერი გოეთე მეთისტოტელეს პირით
ამბობს, რომ ღმერთი არის კეთილი მოხუცი, რომელთანაც ეშმაკს ძალუძს
მოილაპარაკოს ყველაფერზე.
ხედავენ კი ქრისტეანები ასეთი გაყალბების საშიშროებას? ვფიქრობ, ერთნი
ვერ ხედავენ, ენდნენ რა ბრმა წინამძღვრებს; მეორენი ხედავენ და სცემენ
განგაშის ზარს, მაგრამ მათ არ უსმენენ, როგორც ლაოკოონს, რომელიც
აფრთხილებდა ტროელებს, რომ მოხატული ცხენის შიგნით ტროას მტრები
იმალებოდნენ; მესმეთ ესმით, მაგრამ დუმან, რათა არ იქნენ გაჭყლეტილნი
ლიბერალთა რკინის ტერფით; მეოთხენი ვერ ხედავენ, იმიტომ რომ არ უნდათ
დაინახონ, რადგან ლიბერალიზმმა მოწამლა მათი ცნობიერება, გარყვნა
გრძნობები, გაამართლა ბილწი ჟინი და ამიტომ გულის სიღრმეში მათ თავად სურთ
იყვნენ მოტყუებულნი.
დღეს ჩვენს თვალწინ ხდება ქრისტეანულ ფასეულობათა რღევა და ჩანაცვლება: სახეებს ცვლიან ნიღბები, არსს – სახელები.
პროტესტანტიზმი იქცა პერმანენტულ რეფორმაციად, უშინაარსო
სუბიექტივიზმად, რელიგიურ ანარქიზმად. მისი არცთუ შორეული მომოვალია
ათეიზმი ან ეკზისტენციალიზმი. კათოლიციზმი მის ხელთაგან გასხლეტილი
წუთისოფლის დევნაში ინკვიზიციიდან ყველა მწვალებლობასთან თანამშრობლობაზე
გადავიდა და ახლა ეთამაშება სექტებსა და უღმერთოთა კავშირებს. მან გადადო
გვერდზე უწინდელი იარაღები – ხმალი და მარწუხები – და ფართოდ გაუშალა
ხელები მრუშ დიაცს – ავანგარდისტულ ხელოვნებას და რკინის ქალბატონს –
უსულო ტექნიკურ ცივილიზაციას. ის ისწრაფის მოახდინოს ასიმილაცია იმ
სწავლებებისა და თეორიებისა, იდეებეისა და ლოზუნგებისა, რომელთაც მიყვება
წუთისოფელი, მაგრამ სინამდვილებში თვითონ აღმოჩნდა ასიმილირებული მათ მიერ
და აწ უკვე ის კათოლიციზმი, რომელიც იყო ადრე, აღარ არსებობს.
ლიბერალიზმის მარშის მთავარი წინაღობა არის მართლმადიდებლობა. ჯერ
კიდევ ახლო წარსულში ის [მართლმადიდებლობა] განიცდიდა ისეთ დევნას, რომლის
წინაშე უფერულდება ნერონისა და დეოკლეტიანეს სისასტიკე. ახლა
მართლმადიდებლობას სხვა საშიშროება ემუქრება. ეკლესიის კედლებმა გაუძლეს
ტარანის დარტყმებს, მაგრამ გაუძლებენ კი ისინი დათხრებს, რომელთა მიერ
მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგენი ცდილობენ შემოაღწიონ ეკლესიაში, და არა
მხოლოდ შემოაღწიონ, არამედ ილაპარაკონ ეკლესიის სახელით? სულაც არ გვსურს
იმის თქმა, რომ თანამედროვე ეკლესია დაპყრობილი ყავთ მოდერნისტებს, როგორც
გემი მეკობრეებს, – ის რჩება სვეტად და სიმტკიცედ ჭეშმარიტებისა; არც იმას
ვფიქრობთ, რომ მოდერნისტები შეგნებულად ემტერებიან ქრისტეს, მაგრამ
ლიბერალიზმმა გარყვნა კაცთა გონება ცრუ თავისუფლებით, ჩაახშო ადამიანთა
სულიერი ინტუიცია და, ამიტომ, მრავალს უკვე არ ესმის, რომ ზეცის
სარწმუნოებას ლიბერალური ძალები ცვლიან მიწის რელიგიით – სხეულის კულტით.
ლიბერალიზმი წარმოადგენს თანამედროვე ეტაპს კაცობრიობის ცნობიერების
სეკულარიზაციის პროცესში. ქრისტემ შეაერთა ცა და მიწა, ლიბერალები კი კვლავ
განყოფენ მათ და ადამიანი უფრო და უფრო შორდება სულიერ სამყაროს, რომელიც
იქცევა მისთვის უცხოდ და ცივად.
ქრისტეანობა – კოსმიური მოვლენაა, ლიბერალიზმისათვის კი – ეპიზოდი
კაცობრიობის ისტორიაში. თანამედროვე ადამიანის სეკულარიზებულ ცნობიერებაში
ღმერთი არ არის უკვე ცოცხალი პიროვნება, არამედ ერთგვარი განუსაზღვრელი
ძალა, სამყაროსეული გონი, ენტროპიულის საპირისპირო ექსტროპიული ენერგია.
ქრისტეანის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს განღმრთობა – ზიარება ღმრთაების
მარადიულ ნათელთან, რწმენა კი ღერძი მისი პიროვნებისა და მთავარი შინაარსი
ცხოვრებისა. ღმერთთან თანაზიარებაში ადამიანი პოულობს საკუთარ თავს და
თავად იქცევა ღმრთაებრივი დიდების ანარეკლად. ლიბერალიზმში ღმერთის
არსებობა გამართლებულია მხოლოდ იმით, რომ ის შეიძლება იყოს სარგებელი
ხალხისათვის, როგორც ერთ-ერთი გარანტი მათი მიწიერი კეთილდღეობისა.
ქრისტეანობა აღამაღლებს ადამიანს ზეციურ სამყარომდე და მიწის შვილობიდან
აქცევს ზეცის ძედ; ლიბერალიზმი კი, მოაქცევს რა სულს სამშვინველის
მორჩილებაში, სამშვინველს კი – სხეულისა, ცდილობს დაამიწოს თვით ზეცა და
მარადისობა ჩაკვეხოს დროის ჩარჩოებში. ლიბერალიზმი შეუთავსებელია
მართლმადიდებლობასთან: მან ან უნდა უარყოს, ან დაამახინჯოს
მართლმადიდებლობა. ისტორიის თანამედროვე ეტაპზე ლიბერალები მეორეს არჩევენ.
ისინი თითქმის არაფერს ლაპარაკობენ ტრანსცედენტურ სამყაროზე, ხოლო თუ
ზოგჯერ ახსენებენ მას, მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ბოლომდე არ
გაუწყვეტიათ კავშირი ქრისტეანობასთან.
ადამიანი ეკუთვნის ორ სამყაროს – მატერიალურსა და სულიერს. ლიბერალიზმი
ცდილობს მოსპოს წარმოდგენა ადამიანზე, როგორც ამ ორი სამყაროს შემაერთებელ
რგოლზე. ლიბერალიზმისათვის გაუგებარი და საძულველია სწავლება ადამის
პირველქმნილ ცოდვაზე, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას და რომლის გამო
ადამის შთმომავლები ვიქეცით ეშმაკის ნადავლად და ტყვეებად.
ლიბერალებისათვის წინაპართა დაცემა, მათი განდევნა ედემიდან, ჯოჯოხეთის
ტანჯვა – მითის სახით შეთხზული ალეგორიაა. მათთვის გაუგებარია კაცობრიობის
მისტიური და გენეალოგიური ერთობა – ერთიანობა მრავლობითობაში და
მრავლობითობა ერთობაში, სადაც მამათმავრის ცოდვაზე პასუხიმგელნი არიან
შთამომავალნი. მათ შოკში აგდებს აზრი, რომ ადამიანიები არიან დემონის
ტყვეები და მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი ათავისუფლებს ადამიანს მონობისაგან.
უარყვეს რა სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე, ლიბერალები უარყოფენ სწავლებას
გამოხსნაზე; ქრისტეს ჯვარცმა მათთვის არის იდეისადმი თავდადებული
მსახურება, სახარების აპოთეოზი, მაგრამ არა სამყაროს ხსნა. ისინი თვით
სწავლებას ცხოვნებაზე კაცობრიობის ისტორიის ცენტრალური ფაქტიდან სიტყვიერი
ეკვილიბრისტიკის გზით ხშირად აქცევენ ალეგორიად და სინეკდოხად, უარყოფენ რა
მის პირდაპირ მნიშვნელობას. ხსნის დოგმატის გარეშე არ არსებობს
ქრისტეანობა; ის ეცემა, როგორც უსაძირკვლო სახლი – ზუსტად ეს ჭირდებათ
ქრისტეს მოწინააღმდეგეებს.
ლიბერალებთან ცხოვნების მცნება გაიგივებულია პირად თვითსრულყოფასთან,
ხოლო დამოკიდებულება ღმერთზე ცხოვნების საქმეში აღიქმება ადამიანის
დაკნინებად. ღმრთის სახელს ისინი წერენ პატარა ასოთი, სიტყვა „ადამიანს” კი
- დიდით. სატანამ მოიწადინა თავისუფლება ღმრთისაგან; მან ჩაისუნთქა ამ
თავისუფლების ჰაერი, რომელიც სიკვდილის სუნთქვა აღმოჩნდა. ადამიანი
აგრძელებს სატანის საქმეს – ეძიებს ცრუ თავისუფლებას ყოვლისდაშვებულობაში
და, კარგავს რა ღმერთს, აღმოჩნდება ქაოსისა და უგუნურობის წყვდიადში.
ქრისტეანობამ გადაუშალა ადამიანს მთელი სიღრმე ცოდვისა, ტრაგიკულობა
დაცემისა და ღმრთისაგან განდგომილობის მეტაფიზიკური ფესვები.
სეკულარიზებული ცნობიერება თანდათან განაშორებს ქრისტეანობას მის მისტიურ
სიღრმეებს, უზარამაზ აისბერგს აქცევ სიფრიფანა, ზედაპირზე მოტივტივე
ყინულად.
ქრისტეანი უნდა შეუდგეს ბრძოლას სამ მტერთან: დემონთან,
ამპარტავნებასთან ამასოფლისა და ხორციელ გულისთქმებთან. მოდერნიზმი აბუჩად
იგდებს დემონის არსებობას, შედის თანხმობაში ნახევრადწარმართულ
ქვეყნიერებასთან, ამართლებს ვნებასა და კაცობრივ გულისთქმებს და აქცევს
სულს დაუცველად ამ სამი მტრისაგან.
ლიბერალურმა ქრისტეანობამ გაწყვიტა კავშირი მეტაფიზიკურ სამყაროსათან;
მისთვის არ არსებობს ანგელოლოგია და დემონოლოგია. კაცობრიობის პირველი
მტერი – დემონი იღებს ნისლისებრი აბსტრაქციის სახეს. სწავლება დემონებზე,
როგორც ცოცხალ არსებებზე ეჩვენება მოძველებულ მითოლოგიად. ის ლიბერალები,
რომლებიც ჯერ კიდევ აღიარებენ დემონის არსებობას, ცდილობენ წარმოადგინონ ის
როგორც უწყინარი სული, რომელიც დროებით განვარდა ღმრთისაგან, ბოლოს კი
დაუბრუნდება მას და დაიკავებს თავის უწინდელ ადგილს. თუ ისინი ზოგჯერ
მაინცა ახსენებენ ჯოჯოხეთს, მხოლოდ იმისთვის, რომ დააიმედონ ცოდვილები,
თითქოს ადამიანის ხელშია ჯოჯოხეთის გასაღები: მას შეუძლია იმყოფებოდეს
ქვესკნელში ან გახსნას შიგნიდან და გამოვიდეს საკუთარი ნებისაებრ და თითქოს
მხოლოდ სურვილი ცოდვილისა ხსნის მის წინაშე ჯოჯოხეთს ან სამოთხეს, ხოლო
ღმერთი და სატანა არ ეწინააღმდეგებიან მის არჩევანს. შეგახსნებთ, რომ
მეტისმეტი (უსაფუძვლო) იმედი ღმრთის მოწყალებისა, რომელიც გადადის ცოდვის
დაშვებადობაში, ეკლესიის მიერ მიიჩნევა სულიწმიდის გმობად, რომელიც არ
მიიეტევება არც ამ და არც მომავალ ცხოვრებაში.
მოდერნისტთა დიდი ნაწილი საერთოდ თვლის, რომ ჯოჯოხეთი არ არის
მიღმისეული სამყაროს შემაძრწუნებელი რეალობა, არამედ ადამიანის ფსიქიური
განწყობა, დეპრესიული მანია, რომლის სამკურნალოდ საჭიროა ფსიქიატრი.
ლიბერალები დარწმუნებულნი არიან, რომ დემონური სამყარო და ჯოჯოხეთი უნდა
გაქრენ თანამედროვე ადამიანის ცნობიერებიდან, გაიფანტონ როგორც კვამლი
ქარისაგან, განქარდნენ როგორც შუასაკუნოვანი ღამის აჩრდილები ახალი დროის
ინტელექტუალური ნათლის წინაშე. ლიბერალები თვლიან, რომ უნდა გაათავისუფლონ
ადამიანი არა დემონებისაგან, არამედ ბოროტი სულების ცრურწმენებისა და
ატავისტური წარმოდგენებისაგან.
საგულისხმოა, რომ მოდერნისტები ერთობით ილაშქრებენ დემონთა განსასხმელი
შეფუცების ლოცვების წინააღმდეგ. მათი აზრით, არ არის საჭირო განდევნო ის,
ვინც არ არსებობს, ხოლო თუ ეშმაკი არსებობს, არ ღირს მასთან ურთიერთობის
გაფუჭება; თითქოს ეს იგივე იყოს, ჩაწიხლო პრემიერმინისტრი, რომელიც დღეს
ლტოლვილობაშია, მაგრამ შესაძოა დაუბრუნდეს თავის წინანდელ თანამდებობას და
გაუსწორდეს შეურაცხმყოფელებს. ასე რომ, ქრისტეანთა მთავარ მტერთან –
დემონთან, მოდერნისტებსა და ლიბერალებს აქვთ სიყვარულით მოწესრიგებული
დამოკიდებულება.
ქრისტეანობის მეორე მტერია სული ამასოფლისა. წუთისოფელში აქ
იგულისხმება ნახევრადწარმართული ჩვეულებები და წარმოდგენები, ფასეულობათა
სკალა, წარმოდგენა სიკეთესა და ბოროტებაზე, ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის
სულისკვეთება, ცრუმეცნიერება, რომელიც ცდილობს ჩაენაცვლოს რწმენას, ვნებული
ხელოვნება, რომელიც მოვარაყებით ფარავას ცოდვათა სიდამპლეს. ეს სული
წუთისოფლისა წინააღუდგება ქრისტეანობას, ის ცდილობს დაეუფლოს ადამიანთა
გონებასა და გულებს. ლიბერალიზმი ცდილობს აღამაღლოს ქრისტეანეთა თვალში
ამასოფლის ღირებულებები, ხოლოს თვით სეკულარიზაცია წარმოადგინოს სულისა და
გონების თავისუფლებისათვის ბრძოლად. ჯერ კიდევ რენესანსი იყო მცდელობა
ქრისტეანული სახელწოდებით წარმართული სამყაროს რესტავრაციისა და ევროპაში
ქრისტეანული წმიდანების ფსევდონიმებით ოლიმპიური ღმრთაებების დაბრუნებისა.
თანამედროვე ქრისტეანესებურ ლიბერალებს სურთ წუთისოფლის ზღვაში სიყვარულის
ლოზუნგებქვეშ ჩაახრჩონ და გააზავონ ეკლესია და წარმოადგინონ საშინელი
სამსჯავრო, როგორც საყოველთაო ამნისტია ცოდვილთა და დემონთათვის. სადაც
უარყოფილია მეტაფიზიკა, იქ ფიზიკა იმარჯვებს სულზე, ხოლო სხეული
სამშვინველზე: ღამის ვნებიანი მხევალი იქცევა დედოფლად.
მესამე მტერი ქრისტეანობისა არის ხორციელი გულისთქმები. ლიბერალები
მიიჩნევენ მათ ადამიანის ბუნებრივ თვისებებად, ხოლო რაც ბუნებრივია –
ღმრთისაგანაა. ცოდვისმიერ ვნებებს ისინი უყურებენ არა როგორც მადლის
დაკარგვასა და სულის განვარდნას ღმრთისაგან, არამედ როგორც ზედმეტობას,
რომელიც ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. რადიკალური მოდერნისტები თვლიან,
რომ ცოდვა არის ფერმენტი შემოქმედებითი და ინტელექტუალური ცხოვრებისა;
ზნეობრივი თვალსაზრისით ის აძლევს ადამიანს სულიერ გამოცდილებას და ამიტომ
წარმოადგენს სიბრძნის კომპონენტს.
ქრისტეანობის ლიბერალიზაცია, ანუ დამახინჯება, მიმდინარეობს
მოდერნიზმის, განმაახლებლობის, დოგმატური რევიზიონიზმის სახით და იკონომიის
პრინციპის გამუდმებული ბოროტად გამოყენების მეშვეობით.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის წარმომადგენელი
ერთ სახეში იყო ძველთაგანი გველი, რომელიც შეცოცდა ედემში კეთილი მეგობრის
ნიღბით. როგორც ლიბერალმა, მან მოუწოდა წინაპრებს ყოველგვარი
აკრძალვისაგან თავისუფლებისაკენ და მოაწყო პირველი რევოლუცია კეთილისა და
ბოროტის ცნობადის ხესთან, ხოლო როგორც ჰუმანისტი დაპირდა მომხიბვლელ
შესაძლებლობას – ყოფილიყვნენ ვითარცა ღმერთნი ღმრთის გარეშე. ახლა კი ეს
„მეგობარი” კაცობრიობისა, ადამის მაცდუნებელი, აცდუნებს მის შორეულ
შთამომავლებს იგივე გველური სიმღერით.“