27 March 2010

სასაცილო ადამიანის სიზმარი (ამონარიდი)

რამდენჯე წამიკითხავს ეს პატარა მოთხრობა და ყოველთვის მაოცებს, რა ზუსტად აღწერა დიდმა მწერალმა კაცობრივი ბუნების დაცემა და მისი მდგომარეობა, დაცემის შემგომი საზოგადო ცხოვრებისა ფორმა და ძირითადი იდეა.

* * *

დიახ, დიახ, დასრულდა იმით, რომ მე გავრყვენი ისინი! როგორ შეიძლებოდა ეს რომ მოხდარიყო – არ ვიცი, ცხადად არ მახსოვს. სიზმარმა გადაიფრინა ათასწლეულებში და დამიტოვა მხოლოდ მთლიანობის შეგრძნება. ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ – სისასტიკე… ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, – მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. მათ მე მიპასუხეს: „თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება – ცხოვრებაზე მაღალია… მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი – ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არცერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა – თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის… მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ… და აქ მე გამომეღვიძა.


ფ. მ. დოსოტევსკი.
„სასაცილო ადამიანის სიზმარი“