„უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?“ (ამოს.3:6)
„თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან“. (ლკ.12:7)
ყველგან ყველა დროში პერიოდულად ხდებოდა უბედურებები – სტიქიური მოვლენები, კატასტროფები. მაგრამ დამოკიდებულება მათ მიმართ განსხვავდება ერში გაბატონებული შეხედულებებისა და რწმენის შესაბამისად. შეიძლება ითქვას, უბედურებათა ჟამს ყველაზე უკეთ ჩანს ერის ზნეობრივ-სულიერი ორიენტირები.
ჩვენს ქვეყანასაც არ აცდენია ტკივილები. სულ რამდენიმე დღე დაგვატყდა თავს ბოლო ასეთი განსაცდელიდან. ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა და, იქნებ, არც იყოს საჭირო მეტის თქმა. მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებს.
როცა უბედურება ხდება ადამიანის მიზეზით, ერის უმეტესობა ხელს იშვერს და დამნაშავის დასჯას მოითხოვს. მაგრამ, როცა ბუნებრივი მოვლენის უჩვეულო ფორმით განვითარება იწირავს ადამიანთა ცხოვრებას, უნგრევს სამყოფელს, ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა: რა არის ეს? შემთხვევითობა, რომელიც ვერ გავითვალისწინეთ, თუ სასჯელი ღმრთისა, რომელსაც ვერსად გავექცევით.
თუ ურწმუნო ადამიანი სტიქიურ მოვლენას ცალსახად მიაწერს შემთხვევითობას, ადამიანებსა და ხელისუფლებას კი მოუმზადებლობაში ადამაშაულებს, ქრისტეანს სხვა ხედვა უნდა ჰქონდეს. დიახ, უნდა ჰქონდეს, მაგრამ…