ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!
— ჩვენთვის აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მთავარი მოვლენაა. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა განცდით, რა ღვაწლით უნდა შევეგებოთ ამ დღეს?
პასექი მართლაც არის დღესასწაული დღესასწაულთა. არსი, მიზანი, მთავარი საზრისი ადამინის მიწიერი ცხოვრებისა, არის შემზადება მარადისობისათვის. რომ არ გაეჩინა უფალს მიწიერ ცხოვრებად წოდებული დროში შეზღუდული შუალედი ადამიანის ხორციელი შობიდან მისი უპირობო მარადიული მყოფობის დასაწყისამდე, ვერცერთი ვერ გადავურჩებოდით სამუდამო გეენას. მაგრამ შეგვიწყალა უფალმა, მოგვცა მიწიერი ცხოვრება, აღთქმა გადარჩენისა, მერე კი განკაცნა, ჯვარსეცვა, აღდგა და მოგვანიჭა მასთან მყოფობის უცვალებელი სიხარული. აღდგომა ქრისტესი, როგორც ხსნა, ანუ ჭეშმარიტი პასექი, არის მთავარი მოვლენა სამყაროს ისტორიაში, რადგან აზრს კარგავს მიწიერი ცხოვრებაც.