თანამედროვე სახვით
ხელოვნებაში არის მიმდინარეობა,
რომელსაც ჰიპერრეალიზმს
უწოდებენ. წლების წინ ამ სიტყვით
ფოტორეალისტებს მოიხსენიებდნენ,
მაგრამ დღეს გარკვეულ მიმართულებას
აღნიშნავს. თუ ფოტორეალიზმი
ეფუძვნება ფოტოგრაფიას, ანუ
მოვლენას, სცენას, რომელიც
არის აღებული რეალობიდან,
ჰიპერრეალიზმი ასახავს იმას,
რაც შეიძლება მომხდარიყო
რეალობაში, ასახავს ფოტოგრაფიული
სიზუსტით.
პირველი საუკუნეების
ქრისტეანთა მდგომარეობა
მეტად მძიმე იყო. ისინი
განიცდიდნენ დევნას როგორც
იუდეველთაგან, ასევე
წარმართებისაგან. მოციქულთა
კვალდაკვალ მიდიოდნენ
იუდეველები, რათა ეცდუნებინათ
ქრისტეს სჯულზე ახლადმოქცეულნი.
თუ ვერას წარემატებოდნენ,
დაასმენდნენ წარმართებთან,
რათა გადაემტერებინათ წარმართები
ქრისტეანებთან. გაქრისტეანებულთა
შორის ყველას როდი ჰქონდა
მტკიცე რწმენა. იყვნენ ისეთებიც,
რომელთაც ვერ ემეტებოდათ
მიწიერი კეთილდღეობა, სიმშვიდე,
თუმცა ზეცის დამკვიდრებაც
სურდათ. ასეთები არ თაკილობდნენ
წინადაცვეთას, რათა თავისიანებად
მოჩვენებოდნენ იუდეველებს
და არ ყოფილიყვნენ დევნულნი
მათგან. ამასვე ურჩევდნენ და
აიძულებდნენ ქრისტესმიერ
ძმებს. წინადაცვეთა იცავდა
ასეთებს არა მხოლოდ იუდეველთაგან,
არამედ წარმართებისაგანაც,
რადგან იუდაიზმი არ იყო
აკრძალული რელიგია, იუდეველს
არავინ აიძულებდა კერპთმსახურებას.
სწორედ მათ სამხილებელად
წერს წმიდა პავლე მოციქული
გალატელ ქრისტეანებს: „რომელთა-იგი
ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ
ჴორცითა, იგინი გაიძულებენ
თქუენ წინადაცუეთად, გარნა
ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა
არა შეუდგენ“ (გალ.6:12)